გიორგი თოდუა: “ჩვენთვის პრიორიტეტულია საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა”

0

11225881_449684728526527_942020615_nდღეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადგილობრივი თვითმმართველობის, ზუგდიდის სკოლამდელ–სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ბაღებში არსებულ პრობლემებზე და მათ გადაჭრის ეფექტურ გზებზე, მიმდინარე და განსახორციელებლ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე, საუბარი შეეხო კვებისა და სანიტარული სტანდარტების საკანონმდებლო რეგულაციებსა და მათი უწყებათაშორისი მონიტორინგის განხორციელების გეგმებს.

11215422_449684685193198_1916031236_o11231987_449684718526528_1607450774_o11221152_449684705193196_1387224076_oქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი თოდუას განცხადებით, შემუშავებულია მონიტორინგის სპეციალური კითხვარი, რომლითაც მოხდება ბაღებში არსებული პრობლემების ზუსტი დადგენა. მონიტორინგის ჯგუფში შევლენ ქალაქის საკრებულოს, მერიის, სურსათის უვნებლობის სააგენტოსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია ბაღების რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა, ვგულისხმობ როგორც ინფრასტრუქტურის მოწყობას, ასევე სანიტარული სტანდარტების დაცვას. მონიტორინგის ჯგუფი გააკონტროლებს სკოლამდელ–სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას, უზრუნველყოფს მათი საჭიროებების გამოვლენას და ასახავს ადგოლობრივ ბიუჯეტში. რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილია 800 000 ლარი, რომლითაც მოხდება მე–4 და მე–10 ბაღების სრული რეაბილიტაცია, აშენდება მაღალი სტანდარტების თანამედროვე მე–14 ბაღი, ხოლო ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 200 000 ლარი სხვა ბაღებში პირველადი, აუცილებელი სამუშაოების ჩასატარებლად. მნიშვნელოვანია ბაღების გამგეებთან შეხვედრა და მათი ჩართულობა ხსენებული საკითხების მოგვარებაში. მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში ბაღის გამგეების ჩართულობა და მათი ხედვებისა თუ მოსაზრებების გათვალისწინება აუცილებელი და მნიშვნელოვანია“–განაცხადა გიორგი თოდუამ.

სხვა ახალი ამბები: