გიორგი კვირიკაშვილი: “საწვავის ფასის ზრდა მრავალი მიზეზითაა განპირობებული”

0

kvirikashvili giorgiსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საწვავის გაძვირება მრავალი მიზეზით არის განპირობებული. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მინისტრის თქმით, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის პარლამენტისთვის გადაგზავნას დიდი დრო დასჭირდა.

მისი თქმით, ეს ძალიან რთული კანონმდებლობაა და ბიზნესის ყველა ფენას ეხება. ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, ეს კანონმდებლობა ფართოდ განეხილა.

„დღესაც ამ პროცესში ვართ. წლის ბოლომდე ეს კანონმდებლობა მიღებული იქნება და კონკურენციის სააგენტო შეიქმნება. დღეს ვერ გეტყვით, რისი ბრალია ფასების ზრდა. ეს ბევრი მიზეზით ხდება. დღეს ვერ წავალთ იმ გზით, რომ არსებულ ბიზნესებს გამოვუცხადოთ ან დავალება მივცეთ, რომ ასე ან ისე მოიქცნენ. მივდივართ იმ გზით, რომ თუკი ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსასვლელად რაიმე ბარიერი არსებობს, ისინი ადმინისტრაციულ დონეზე მოვხსნათ. ეს არაერთი კომპანიის მიმართ გავაკეთეთ“, — აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: