გიორგი ლუკავა, “ჩანერგილი ნაციონალი” თუ პროფესიონალი “მეოცნებე”?

2

301749_10150906960266877_2108786848_nწალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ დაახლოებით ერთი თვის წინ დანიშნული 33 წლის გიორგი ლუკავა, პროფესიით ეკონომისტია. ის აღნიშნულ თანამდებობაზე წალენჯიხის გამგებლის, გოგა გულორდავას რეკომენდაციით დაინიშნა. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან საუბრისას გოგა გულორდავამ არ უარყო, რომ გიორგი ლუკავა მისი დიდი ხნის მეგობარია, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ის პროფესიონალი კადრია და სწორედ ამის გამო დაინიშნა გამგებლის მოადგილედ.

გამგებლის ახლადდანიშნულ მოადგილეს წალენჯიხაში მხარდაჭერებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც მრავლად დახვდნენ, რომლებიც ამ უკანასკნელს “ნაციონალურ” სულისკვეთებაში სდებენ ბრალს. ამასთან ერთად წალენჯიხაში ხმებიც გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გიორგი ლუკავამ ევროპის ერთ–ერთ სახელმწიფოს 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თავშესაფარიც სთხოვა და ამის მიზეზად “ქართული ოცნების” აქტივისტების ზეწოლა დაასახელა. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გიორგი ლუკავამ smo.ge-ს კითხვებს უპასუხა.

–ბატონო გიორგი, თქვენ ნამდვილად ითხოვეთ თუ არა თავშესაფარი ევროპის ერთ–ერთ სახელმწიფოში? 

–ასეთ სისულელეებზე მე მგონი არც ღირს კომენტარის გაკეთება.  ვიღაცის მიერ ყურით მოთრეულ ჭორებზე კომენტარის გაკეთება უაზრობად მიმაჩნია.

–რატომ ხართ მიუღებელი კანდიდატურა წალენჯიხის “ქართული ოცნების” უმრავლესობისთვის?

–ვერც ამას დაგიდასტურებთ, რადგანაც პირადად ჩემთან არავის ჩემს მიმართ პრეტენზია არ გამოუთქვამს.

–ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” საოფისე ფართი მამათქვენმა შოთა ლუკავამ გამოუყო. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

–მამაჩემის საქმიანობასთან თუ რაიმე კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ პირადად მას მიმართოთ.

სხვა ახალი ამბები: