გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერთა პიარ-აქცია ზუგდიდში (VIDEO)

0

015“ქართული ოცნების” ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის და ამავე დროს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერები ზუგდიდში დღეს მთელი დღის განმავლობაში სააგიტაციო აქციას მართავენ. ისინი მოქალაქეებს “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

“ქართული ოცნების” ზუგდიდის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთა პრეზიდენტობის კანდიდატის პლაკატებით გაფორმებული ავტობუსით გადაადგილდებიან. მათ ჩართული აქვთ ბერა ივანიშვილის სიმღერები.

“არჩევნებამდე დარჩა ორი დღე და ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ პიარი გავუკეთოთ “ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს და მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოვუწოდებთ”-აღნიშნა smo.ge-სთან საუბარში “ქართული ოცნების” აქტივისტმა მერიკო შენგელაიამ.

ვიდეო

სხვა ახალი ამბები: