გიორგი მარგველაშვილი და ბიძინა ივანიშვილი დღეს ზუგდიდში ადგილობრივებს შეხვდებიან

0

1374125_617686228277033_2106017542_n“ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი სამეგრელოში წინასაარცევნოპ შეხვედრებს განაგრძობს. წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის რაიონის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი ხობისა და ზუგდიდის მოსახლეობას შეხვდება.

შეხვედრა ხობში 13.00 საათზე, ხობის კულტურის ცენტრთან არის დაგეგმილი, ხოლო ზუგდიდში ადგილობრივ მოსახლეობას პრეზიდენტობის კანდიდატი 15.00 საათზე, ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიასთან შეხვდება. გიორგი მარგველაშვილთან ერთად ზუგდიდს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც შეხვდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს “ქართული ოცნების” ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისში განუცხადეს.

სხვა ახალი ამბები: