გიორგი მარგველაშვილი: “დარწმუნებული ვარ, 27 ოქტომბერს მე მოვიგებ არჩევნებს”

0

1278957_211773318990949_831329594_oკოალიცია ,,ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკითხს თუ ვინ იქნება წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის სახით ვილნიუსის სამიტზე, მათემატიკური გაანგარიშება არ სჭირდება.

“დარწმუნებული ვარ, 27 ოქტომბერს მე მოვიგებ არჩევნებს და მოქმედი პრეზიდენტი 17 ნოემბრამდე შეიცვლება. შესაბამისად სამიტზე ახალი პრეზიდენტი წავა.” – – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველომ ვილნიუსის სამიტზე დასასწრებად ოფიციალური მიწვევა მიიღო.

ვილნიუსში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგით მესამე სამიტი მიმდინარე წლის 28-29 ნოემბერს გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: