გიორგი მარგველაშვილი და მთავრობის წევრები მესტიაში ახალი ტაძრის კურთხევას დაესწრნენ

0

cms-image-000017144კოალიცია “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი დღეს, 1 სექტემბერს მესტიაში პატრიარქთან ერთად იმყოფებოდა. მესტიაში ასევე იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მესტიაში დღეს მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარი აკურთხა.

”დღეს დიდი სიხარულია საქართველოში, იმიტომ რომ მესტიაში გაიხსნა მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარი. ამ სიხარულს ვიზიარებთ ჩვენს სვან ძმებთან და მთელ საქართველოსთან ერთად. პატრიარქი აქ ამობრძანდა და ჩვენ ყველამ ერთად ვილოცეთ ამ ახალ ტაძარში”-განაცხადა ”ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატმა.

მესტიის რაიონში იმყოფებოდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც გიორგი მარგველაშვილის ახლო მეგობარია. ლევან ვსაძემ გიორგი მარგველაშვილთან ერთად ადრეც მიიღო საჯარო ღონიძიებებში მონაწილეობა.

მესტიაში ახალი ტაძრის კურთხევას პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებიც, ნესტან კირთაძე და ლევან ჩაჩუაც ესწრებოდნენ.

 

სხვა ახალი ამბები: