გიორგი მარგველაშვილი: “დღევანდელი გამარჯვება ბიძინა ივანიშვილმა შექმნა”

0

margvelashvili_giorgiკოალიცია ,,ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც ეგზიტპოლების შედეგებით ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა მიიღო, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის.

ამის შესახებ მარგველაშვილმა კოალიცია ,,ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან შეკრებილი მხარდამჭერებისადმი მიმართვაში განაცხადა.

“მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც არ დაეზარა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი იყო არაბუნებრივი ცხრა წელი, რომელიც გავიარეთ, თავისი მოქალაქეობრივი აქტიურობით დაესრულებინა. მინდა მადლობა გადავუხადო შტაბის წევრებს – დღევანდელი დღე მათ შექმნეს. დიდი მალდობა მინდა გადავუხადო პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც აჩვენა, რომ ჩვენ გვაერთიანებს სამშობლოს სიყვარული. მადლობა ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვან ადამიანს, რომელიც არის და ყოველთვის დარჩება ჩემთვის ძალიან სერიოზულ ავტორიტეტად _ მადლობა ბიძინა ივანიშვილს. მან შექმნა შარშანდელი გამარჯვება და შექმნა დღევანდელი გამარჯვება”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობიდან, ძალიან მშვიდობიანად გამოვიდა.
“ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ თავისუფალი ერი თავისუფლად ირჩევს თავის ხელმძღვანელობას და ადამიანებს, რომლებიც უნდა ემსახუროს ამ ერს”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: