გიორგი მარგველაშვილი: “მიხეილ სააკაშვილმა ამ საქციელით ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენა”

0

10421482_440129846155294_6209268679869975213_nსაქართველოს პრეზიდენტ გიორგიმარგველაშვილისთვის ექსპრეზიდენტმიხეილ სააკაშვილის მიერსაქართველოს მოქალაქეობისდატოვება გაუგებარია და მის ქმედებას უღირს საქციელად აფასებს. 

ყოფილ პრეზიდენტს არ უნდა დაეტოვებინა საქართველოს მოქალაქეობა. ამით მან ქვეყანას და პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფა მიაყენა. ჩემი აზრით, კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ღირებულებები და ეს ღირებულებები არის საქართველოს მოქალაქეობა. ჩემთვის გაუგებარია მისი ეს საქციელი”, – განაცხადაგიორგი მარგველაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებთან საუბრისას.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ოდესის გუბერნატორად დანიშნა. სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის მიღებით საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა.