”გიორგი მარგველაშვილი მოდის, პრემიერს დაგისახელებთ, მთავრობა არჩეულია, პარლამენტი უკვე იცით”

0

cms-image-000020571საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის პოლიტიკიდან წასვლით სცენას თავისს გუნდს უთავისუფლებს.

ამგვარად, ივანიშვილი გავრცელებულ მოსაზრებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ის პოლიტიკიდან წასვლით შესაძლოა ვიღაცისთვის პოლიტიკურ სცენას ათავისუფლებდეს.

,,არსებობს კითხვები და ეს ჩემი აზრით ნორმალურია. ვუთავისუფლებ ჩემს გუნდს და მათ შორის ვინც რჩებიან. მათ შორის, გიორგი მარგველაშვილი მოდის, პრემიერს დაგისახელებთ, მთავრობა არჩეულია, პარლამენტი უკვე იცით. ვფიქრობ, რომ ის რაც ჩემი მხრიდან შეიძლებოდა პოლიტიკაში, მე გავაკეთე. უფრო მეტი ჭირდება საზოგადოებას. მთავრობა არის მხოლოდ ნაწილი საზოგადოების. ვფიქრობ, რომ მთლიანად საზოგადოებას სჭირდება განვითარება. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ნაწილი დღეს წინ წაწეულია, უკეთესია, ვიდრე მთლიანად საზოგადოება. ბევრი პრობლემაა დასალაგებელი და გასაანალიზებელი. ვისაც ვუტოვებ, მე ყველა დავასახელე, დამრჩა მხოლოდ პრემიერი. მათ ექნებათ საშუალება ჩემს გარეშე მეტი პასუხისმგებლობა აიღონ. არამარტო საზოგადოება, არამედ ისინიც შფოთავენ. ყველას აქვს კითხვები ჩემთან და ჩვენ ვაგრძელებთ პოლემიკას. შიგნითაც ბევრი განიცდის და არ მოსწონს. უსუფაშვილთანაც ბოლომდე ვერ მოვრჩი, იმდენი პოლემიკა გვქონდა. მაქსიმალურად ბოლომდე მივყვები, რომ არაფერი შემეშალოს. მაგრამ, ჯერ ვერცერთმა ვერ დამისახელა, მათ შორის უსუფაშვილმაც კი, ჩემი წასვლის რეალური ერთი მინუსიც. სულ პლუსებია. მე რასაც ვხედავ, ჩემი წასვლა ძალიან დროული იქნება. თან არსად არ მივდივარ, მე გადავდივარ უფრო რთულ სექტორში და უფრო დიდ ნაწილში. მთავრობა არის საზოგადოების ნაწილი, მთლიანად საზოგადოებასთან ერთად ვიქნები აქტიური, რომ ჩვენ ყველანი ერთად განვითარდეთ. ახლა ისიც არ იფიქროთ, რომ ვთვლი, რომ მოვალ და იქ სასწაულებს მოვახდენ. არა, უბრალოდ ჩემ მოწიწებულ როლს შევასრულებ და ვიქნები ძალიან აქტიური და დავეხმარები საზოგადოებას ანალიზში და შერჩევაში, ვისაც ვუტოვებ, ყველა დაგისახელეთ პრემიერის გარდა- მათ ვინც არიან”- განაცხადა ივანიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: