გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკური კრიზისის შექმნის შემთხვევაში პარლამენტს დაითხოვს

0

7860parlamentiსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკური კრიზისის შექმნის შემთხვევაში პარლამენტს დაითხოვს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა.

“გააჩნია ვითარებას. ეს ჩემი ვალდებულებაა. ბუნებრივია, თუ ასეთი რამ მოხდება და თუ ასეთი რეალობა დადგება, ასე მოვიქცევი. ეს იქნება იმ კონკრეტულ ვითარებაში გადასაწყვეტი. დღეს ასეთი ვითარება არ არის“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: