გიორგი მარგველაშვილი სამეგრელოში წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

1

1267521_218070075027940_1877928287_oკოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს სამეგრელოში განაგრძობს.

პრეზიდენტობის კანდიდატი გუშინ სოფლის მეურნეობის მინისტრ შალვა ფიფიასა და რეგიონალური განვითარების მინისტრ დავით ნარმანიასთან ერთად წალენჯიხის, ჩხორუწყუსა და მარტვილის მოსახლეობას შეხვდა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩევლებისგან რეგიონში არსებული პრობლემები მოისმინა და მათ საპრეზიდენტო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილ საზოგადოებასთან სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე, ეკონომიკის გაძლიერებაზე და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრა. პრეზიდენტობის კანდიდატი საქართველოში კრიმინალური დონის კლებასაც შეეხო: „ მას შემდეგ რაც უპრეცედენტო ამინისტია განხორციელდა, 14 000 მსჯავრდებული გათავისუფლდა, ამის მიუხედავად იკლო კრიმინალურმა დონემ და საქმის გახსნის პროცენტული მაჩვენებელიც გაიზარდა“-განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა შეხვედრაზე მთავრობის მიერ წარმატებით განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა და ამომრჩევლებს 27 ოქტომბერს აქტიურობისკენ მოუწოდა, ის პოლიტიკური კურსი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ერთი წლის წინ აიღო, შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს.

როგორც ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა, სამეგრელო მოწოდების სიმაღლეზეა და საზოგადოება მზად არის 27-ში ღირსეული არჩევანი გააკეთოს გიორგი მარგველაშვილის სასარგებლოდ. „ ძალიან დიდი იმედები აქვთ, რომ 9 წლიანი მმართველობა გიორგი მარგველაშვილის არჩევის შემდეგ საბოლოოდ დასრულდება და ის ცვლილებები, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად დავიწყეთ კიდევ უფრო ახალი ენერგიით გაგრძელდება“

„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ამომრჩევლებთან შეხვედრას დღეს ხობსა და ზუგდიდში გამართავს და ზუგდიდში გამართავს.

სხვა ახალი ამბები: