გიორგი მარგველაშვილი ფოთის, აბაშისა და სენაკის მოსახლეობას შეხვდა

0

857340_217397911761823_775257123_o“ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ფოთელ და აბაშელ ამომრჩევლებს შეხვდა. სამეგრელოს ორ რაიონში “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატს დიდი შეხვედრა მოუწყვეს. მან ადგილობრივ მოსახლეობასთან მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში განსახორციელებელ მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილს სამეგრელოს რეგიონში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ახლავს თან.

“ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი ფოთისა და სენაკის ამომრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ სენაკის რაიონში გაემგზავრა. ის სენაკის ადგილობრივ მოსახლეობასა და უნარშეზღუდულ პირთა ცენტრის წევრებს შეხვდა. მათ შორის გულახდილი დიალოგი გაიმართა. პრეზიდენტობის კანდიდატმა მათი პრობლემები მოისმინა და მათ გადაჭრას დაჰპირდა.

გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში სენაკის რაიონში რჩება. “ქართული ოცნების” კანდიდატი 17.00 საათზე სენაკის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაგეგმილ, ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის კონცერტს დაესწრება.

ხვალ “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ჩხოროწყუსა და წალენჯიხის რაიონებს ეწვევა. ზეგ, 9 ოქტომბერს კი, პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი და პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდელ ამომრჩევლებს შეხვდებიან.

სხვა ახალი ამბები: