გიორგი მარგველაშვილი: „ქართულ ოცნებას“ არჩევნები უკვე მოგებული აქვს”

0

1209434_166480166890754_445801282_nკოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, “რეალურად, „ქართულ ოცნებას“ არჩევნები უკვე მოგებული აქვს”.

ამის შესახებ მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

„მივესალმები ამომრჩევლებს ძალიან სერიოზული ბრძოლის წინ. შარშან, პირველ ოქტომბერს იმ გეგმით, რომლითაც გაგვაერთიანა ბიძინა ივანიშვილმა, შევძელით, ხელისუფლებიდან გაგვეშვა რეჟიმი, რომელსაც უდიდესი გავლენა ჰქონდა თითოეულ ოჯახზე. ჩვენ შევძელით უპრეცედენტო რამ, რომ ეს რეჟიმი ხელისუფლებიდან გავუშვით მშვიდად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე. დღესაც ჩვენ ვაშენებთ ახალ ქვეყანას, ვქმნით სახელმწიფოს, რომლის კონტურებიც ამ ურთულესი კოჰაბიტაციის ერთი წლის პროცესში გამოიკვეთა. ამ ფონზე ჩვენ გვაქვს ახალი მიზანი თავისუფალი ევროპული ქვეყნის აშენებისთის. ამ მიზნისთის ჩვენ უბრალოდ არ გვჭირდება, რომ მოვუგოთ პოლიტიკურ ოპონენტებს. არჩევნები „ქართულ ოცნებას“ მოგებული აქვს, რეალურად, ჩვენ ვიცით, რომ მოგებული გვაქვს არჩევნები, მაგრამ ჩვენ გვჭირდება თითოეული მოქალაქის თანამონაწილეობა, ამიტომაც განაცხადა ივანიშილმა, რომ ყველა ჩვენი ამომრჩეველი უნდა მოვიდეს არჩევნებზე’’, – განაცხადა მარგველაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: