გიორგი მარგველაშვილი: “ჩემი რეიტინგის დაცემა ჩემთვის სრულიად მოსალოდნელი იყო”

0

10321723_284442528390694_3482634381129491668_oსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკუთარი რეიტინგის დაცემას ელოდა. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის ( NDI) გამოკითხვის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის მოწონების რეიტინგი 46 პროცენტია. 2013 წლის ნოემბრის კვლევაში კი პრეზიდენტის რეიტინგი 72 პროცენტი იყო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილის კრიტიკის მერე, იმ ადამიანებმა, რომლებიც მას მხარს სწორედ ყოფილი პრემიერ–მინისტრის გამო უჭერდნენ, მის მიმართ საწინააღმდგეო პოზიცია გამოხატეს.

„ჩემი რეიტინგის დაცემა ჩემთვის სრულიად მოსალოდნელი იყო. მე აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილს დიდი წვლილი ჰქონდა შეტანილი იმ წარმატებაში, რომელიც არჩევნებზე 62 პროცენტის სახით დამიფიქსირეს. ბუნებრივია, ბიძინას კრიტიკის შემდეგ იმ ადამიანებმა, ვინც მის გამო მიჭერდნენ მხარს, ჩემზე საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატეს. შესაბამისად, ეს ჩემთვის აბსოლუტურად ბუნებრივი და მისაღებიცაა“, –– განუცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს.

სხვა ახალი ამბები: