გიორგი მარგველაშვილი ხვალ ზუგდიდში ამაგდარ პედაგოგს დააჯილდოვებს

0

margvelaსაქართველოს განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ხვალ ზუგდიდს ეწვევა. მინისტრი ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის ნომერ მეორე საჯარო სკოლის დარბაზში რაიონის საბუნებისმეტყველო მეცნიერების პედაგოგებს შეხვდება. დაგეგმილია ამავე სკოლის პედაგოგის, ფიზიკის მეცნიერებათა კანდიდატის ვაჟა ესართიას დაჯილდოვება, რომელიც ამაგდარი პედაგოგის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდება.

განათლების მინისტრის ზუგდიდში ვიზიტის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სარწმუნო წყარომ აცნობა. აღნიშნული ინფორმაცია ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლელა ქებურიამაც დაგვიდასტურა, თუმცა ზუსტი დრო მინისტრის ზუგდიდში სტუმრობისა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. გიორგი მარგველაშვილი სამეგრელოს მთავარ ქალაქს დაახლოებით დღის ბოლოსკენ ეწვევა.

სხვა ახალი ამბები: