გიორგი მარგველაშვილი: „27 ოქტომბერს კოჰაბიტაცია მთავრდება”

0

news„27 ოქტომბერს კოჰაბიტაცია მთავრდება და ქვეყანას აღარ ეყოლება პრეზიდენტი, რომლის მიზანიც ქვეყნის დისკრედიტაცია, სასამართლო სისტემაში ჩარევა და აბსურდული ვეტოები” -ეს განცხადება „ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატმა ნოქლაქევში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით ცხრა თვის განმავლობაში მთვარობამ გაიარა რთული გზა.

„ცხრა თვის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ, ქართველ ხალხთან ერთად, გაიარა ის რაც შესაძლოა ბევრი, დემოკრატიულად განვითარებული ქვეყნისთვი ,იყოს ძალინ რთული -ეს არის კოჰაბიტაცია. ამ პროცესში ჩვენ შევძელით და მივიყვანეთ პოლიტიკური ციკლის პროცესი ბოლომდე. ჩვენ ეს ერთად შევძელით. 27 ოქტომბერს კოჰაბიტაცია მთავრდება და ქვეყანას აღარ ეყოლება პრეზიდენტი, რომლის მიზანიც არის ქვეყნის დისკრედიტაცია, სასამართლო სისტემაში ჩარევა და  აბსურდული ვეტოები- ეს მთავრდება 27 ოქტომბერს თქვენთან ერთად და თქვენი მეშვეობით”-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

სხვა ახალი ამბები: