გიორგი მარგველაშვილმა ანტიდისკრიმინაციულ კანონს ხელი მოაწერა

0

margvelaaaსაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ანტიდისკრიმინაციულ კანონს ხელი მოაწერა. საქართველოს კანონი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა და შესაბამისად, ის ძალაში შევიდა.
ანტიდისკრიმინაციული კანონი პარლამენტმა 2 მაისს მიიღო.

“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონის საფუძველზე იკრძალება ადამიანის ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის ისეთი ნიშნებით, როგორიცაა: ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია და სხვა.
კანონი კრძალავს დისკრიმინაციას როგორც საჯარო, ასევე კერძო სფეროში. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას სახალხო დამცველი განახორციელებს.