გიორგი მარგველაშვილს ქართველი ერის პოლიტიკური სიბრძნის იმედი აქვს

0
970708_419192881535096_102223788_n“ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს “ქართველი ერის პოლიტიკური სიბრძნის იმედი აქვს“. ამის შესახებ მან ნოქალაქევში საარჩევნო კამპანიის გახსნისას განაცხადა.

„ნოქალაქევი არის სიმბოლო, საიდანაც რეალურად საქართველო იწყება.
აქედან დაიწყო საქართველოს მშენებლობა, როდესაც ქუჯი ერისთავმა თანხმობის ხელი გაუწოდა ფარნავაზს. სწორედ ამით შეიქმნა ის ქვეყანა, რომელსაც ჩვენ ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ საუკუნეები. როდესაც ასეთ მიწაზე დგახარ, შეუძლეებლია, არ იგრძნო შენი ვალდებულება, რომ ბევრი გაქვს გასაკეთებელი. დიდი ტვირთია, როდესაც ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ძალა გასახელებს პრეზიდენტობის კანდიდატად.

მადლობა ბიძინა ივანიშვილს და კოალიციას ასეთი დიდი ნდობისთვის. ამ ვალდებულებას ბოლომდე გავატარებ, ვიბრძოლებ თითოეული ხმისთვის და გავიმარჯვებ არჩევნებში. მე მაქვს იმედი ქართველი ერის პოლიტიკური სიბრძნის, მე მაქვს მაგალითი ამისა. ერთი წლის წინ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ქართველ ერთან ერთად მშვიდობიანად შეცვალა ხელისუფლება და ჩვენ რეალურად შევქმენით ახალი ტიპის გარდაქმნები და ახალი ტიპის მთავრობა. ამან შეცვალა ხელისუფლებისა და ხალხის დამოკიდებულება. ეს მთავრობა არის ხალხი, რომელიც ემსახურება თითოეულ მოქალაქეს”-განაცხადა ”ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი.

ეს არის ქვაკუთხედი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის. ევროპისკენ სწრაფვა, დემოკრატიული ღირებულებები, – ეს არის ქართველი ერის გადაწყვეტილება და ჩვენ ამ კურსის ერთგული ვრჩებით. ის კლიშე, თითქოს არ შეიძლება ევროპისკენ წასვლა, თუ რუსეთთან არ არის დაძაბულობა, უკვე შევცვალეთ, –რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია დავიწყეთ. ეს გაგრძელდება მომავალში. საქართველოს სჭირდება სტაბილური და მდგრადი პოლიტიკა” – See more at: http://frontnews.ge/ge/news/3879-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%A1-%E2%80%9C%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%A1%E2%80%9C#sthash.clTWGqvS.dpuf

 

სხვა ახალი ამბები: