გიორგი სიგუა: “მე მეგონა, რომ ჩვენს ქვეყანაში სექსი იყო “

0

1150256_754523914567578_471542017_nტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი სიგუას განცხადებით, მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზეპირი შენიშვნა არაერთხელ მისცა. ამის შესახებ სიგუამ ჟურნალისტებს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ განუცხადა.

„თუ პრობლემა არის ხელმძღვანელთან და შეუთავსებლობა, ალბათ ეს ადამიანები უნდა დაშორდნენ, გიორი კვირიკაშვილი კი არა, ცოლი მყავს ორი შვილით და არ ვართ ერთად და მეგობრები ვართ. რაც შეეხება „კაზანტიპს“, თუ მე მექნება არჩევანი თანამდებობასა და „კაზანტიპს“ შორის, მე ავირჩევ „კაზანტიპს“.  მე მეგონა, რომ ჩვენს ქვეყანაში სექსი იყო და თუ არ არის და შევცდი, კი ბატონო, ვაღიარებ რომ შევცდი. გიორგი კვირიკაშვილს ჩემთვის პირადად ზეპირი შენიშვნა არაერთხელ მოუცია, რადგან ის ცოტა სხვანაირი ადამიანია და მე – სხვანაირი. ის კონსერვატორია და მე – არა“, – განაცხადა სიგუამ.

სხვა ახალი ამბები: