გიორგი სიგუა: “ყველაზე კარგი იქნება, რომ წაიკითხონ და გაეცნონ ფესტივალის პროგრამას”

0

giorgi_sigua“სახელმწიფო არ არის ამ ღონისძიების ორგანიზატორი და სახელმწიფო არ ხარჯავს “კაზანტიპის” მოწყობაზე ფულს, არც ერთ თეთრს”-ასეთი სახის განცხადება სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის პირდაპირ ეთერში საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ის ვნებათაღელვა, რაც დღეს საზოგადოებაშია შექმნილი “კაზანტიპთან” დაკავშირებით, სრულიად უსაფუძვლოა.

“სახელმწიფოს ყველაზე მთავარი ფუნქცია და დიდი კომპეტენცია იქნება აღნიშნულ ღონისძიებაზე უსაფრთხოების ზომების დაცვა, რათა იქნას აღკვეთილი ყოველგვარი სამართალდარღვევა. რაღაცა ყურით მოთრეული სისულელეები, რომ თითქოს ვითაცა აპირებს ნარკოტიკების ნების დართვას და ორგიების ხელის შეწყობას, ეს არის სისულელე. ყველაზე კარგი იქნება, რომ წაიკითხონ და გაეცნონ “კაზანტიპის” პროგრამას, თუ რა სახის ღონისძიებები ჩატარდება იქ. ეს ღონისძიება შესულია მსოფლიოს ტოპ ათეულში და ანაკლიის ფესტივალი ამ მხრივ მეოთხე ადგილზეა. ასე რომ გარყვნილებისთვის არ ჩამოდიან საქართველოში მერწმუნეთ”-აცხადებს გიორგი სიგუა.

ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სატელევიზიო ეთერში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც ანაკლიაში დაგეგმილი მსოფლიო დონის მუსიკალური ფესტივალი.

“თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ანაკლიასა და მის მიმდებარე ოთხ სოფელში უკვე დაჯავშნილია საოჯახო სასტუმროები. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ იქ ადგილები უკვე აღარ არის. თითო ღამე ე.წ ერთი “კოიკა” ღამეში ღირს 50-100 ლარი. მომდებარე სოფლებში კი საშულოდ 20-25 ლარია. ეს ძალიან დიდს ნიშნავს ადგილობრივებისთვის”-აღნიშნავს გიორგი სიგუა.

სხვა ახალი ამბები: