გიორგი ფოჩხუას მკვლელობა მეგის ქარდავამ შეუკვეთა?

0

giorgi1მომღერალი ელენე ფოჩხუა მისი ძმის, გიორგი ფოჩხუას მკვლელობასთან დაკავშირებით ახალ ვერსიებზე საუბრობს. ახალგაზრდა მომღერალი ძმის მკვლელობის სავარაუდო შემკვეთს ასახელებს და სწორედ ამ მიზნით მთავარ პროკურორს საქმის ხელახალ გამოძიებას სთხოვს. ელენე ფოჩხუას განცხადებით გიორგის მკვლელობა მაღალ ეშელონებში დაიგეგმა. ძმის მკვლელობას სამხედრო პოლიციის ყოფილი შეფის, მეგის ქარდავას სახელს უკავშირებს. მომღერალ ელენე ფოჩხუას საინფორმაციო სააგენტო SMO.GE-მ ინტერვიუ სთხოვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

-ქალბატონო ელენე თქვენ ითხოვთ თქვენი ძმის, გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმის ხელახალ გამოძიებას. გაქვთ ასევე კონკრეტული ეჭვები კონკრეტულ თანამდებობის პირებზეც. თუ შეიძლება ამის შესახებ გვესაუბროთ.

-კი მე მაქვს სერიოზული ეჭვები და მაქვს ამის სერიოზული მიზეზებიც, თუმცა ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს. მე ამის შესახებ ინტერვიუ მივეცი გაზეთ “პრაიმტაიმს”, სადაც სათაურად გარეყდაზე გამოტანილი აქვთ თუ რა კავშირი აქვს ბაჩო ახალაიას მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობასთან. მე კონკრეტული სახელი და გვარი არ დამისახელებია. ამ ყველაფერს ალბათ თვითონ ჟურნალისტები წერენ და რაც მთავარ გვერდზეა გამოტანილი ალბათ მათი ინიციატივა იყო. მე ხელს ვერავის ვერ დავადებ, მაგრამ გიორგის მკვლელობაზე არის სხვადასხვა ვერსიები. პოლიციიდან გაჟონა ერთ-ერთმა ინფორმაციამ, რომ გიორგის მკვლელობა იყო სეცდომითი მკვლელობაო. რატომღაც ეგონათ, რომ გიორგის ანაკლიაში გადაღებული ჰქონდა რაღაც პიკანტური ფოტოები, თუმცა გიორგი ასეთ საქმეებში არ ერეოდა, რადგან ის იყო აბსოლიტურად აპოლიტიკური ადამიანი. მაგრამ ეგონათ რატომღაც რომ გიორგიმ იმ დღეს სკანდალური ფოტოები გადაიღო და პირველი რაც მისმა მკვლელმა გააკეთა, გიორგის წაართვა ფოტოაპარატი.

აქ კი ლოგიკურად ჩნდება კითხვა-რატომ? მინდა გითხრათ, რომ ფაქტიურად გიორგის მკვლელობის საქმე არ გამოუძიებიათ და სწორედ ამიტომ გაჩნდა დიდი ეჭვები, სწორედ ამიტომ მოვითხოვეთ ეს საქმე დაბრუნებულიყო ხელახალ გამოძიებაში.

-ელენე გავრცელდა ხმები, რომ თქვენ გაქვთ ეჭვები ეს მკვლელობა უკავშირდებოდეს მეგის ქარდავას ხელწერას. მართლა გაგიჩნდათ თუ არა ეს ეჭვი და რა შეიძლება აკავშირებდეს მეგის ქარდავას გიორგი ფჩხუას მკვლელობასთან?

-კი არის ასეთი ვერსიები. მე მითხრეს და საერთოდ ამბობენ, რომ გიორგი უნდოდათ რაღაც საქმისთვის. არ ვიცი მას ვინმესთან შეაგზავნიდნენ, თუ რას გააკეთებინებდნენ მაგრამ ასეთი ვერსიები მუსავდება. კინკრეტულად არ ვიცი ეს ვის უკავშირდებოდა, მაღალი თანამდებობის პირს თუ ცნობილ ადამიანს, თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ გიორგიმ ამაზე მათ უარი უთხრა “არა მე ამის გამკეთებელი არ ვარო”. ამ შემთხვევაში შეეშინდათ ალბათ, რომ ეს ამ ამბავს გაგვივრცელებსო და სცემეს. შეიძლება არც უნდოდათ რომ მოეკლათ, მაგრამ უბრალოდ შემოაკვდათ. და როცა შემოაკვდათ და ეს აშკარად ასე გამოვიდა, გადაწყვიტეს ზღვაში ჩაეგდოთ და ქვებიც მოაბეს, რომ ღრმად ჩაძირულიყო. კრიმინალებმა კვალის დასაფარად ყველაფერი გააკეთეს, ტანსაცმელიც კი გახადეს და ისე სეაგდეს ზღვაში.

-თქვენ და ბაჩო ახალაია იყავით კლასელები და როგორც ვიცი ძალიან ახლო ურთიერთობა გქონდათ მასთან. მეგის ქარდავა კი ახალაიას მეგობარი იყო. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბაჩო ახალაია დაუშვებდა იმას, რომ მეგის ქარდავას ასეთი სისასტიკე ჩაედინა და სწორედ მისი შეკვეთით მოეკლათ თქვენი ძმა?

-იცით რა? ჩემი კლასელი იყო მაგრამ მეგის ქარდავას ზალიან ახლო მეგობარი იყო. მე სკოლის დამთავრების მერე ფაქტიურად ბაჩო არ მინახავს. წლებია მე ის არ მინახავს, 12-13 წელია მე ბაჩო ქუჩაშიც არ შემხვედრია და არც ტელეფონით მისაუბრია მასთან. აი მეგისი კი იყო მისი უახლოესი მეგობარი, იგივე ძმა შეიძლება ასე ითქვას. მე ბაჩოზე არანაირი ეჭვი არა მაქვს და ვერც ვითყვი, რომ ბაჩო მე ამას გამიკეთებდა და არც ჟურნალისტებთან ვამბობ მსგავს რამეს. თუ სადმე ბაჩოს სახელმა გაიჟღერა გიორგის მკვლელობასთან მიმართებაში ეს მხოლოდ იმ ჟურნალისტების ინტრიგაა და სხვა არაფერი. ეს მხოლოდ ემსახურება იმას, რომ რაღაცა სკანდალი დაწეროს. მე პირადად ამას თამამად ვიტყოდი,მაგრამ არ ვამბობ რადგან რაიმე ხელჩასაჭიდი ამ შემთხვევაში ბაჩოზე არა მაქვს. გარწმუნებთ რომ ვიტყოდი და ამის არც მომერიდებოდა, რადგან მორიდების არც დრო და არც სიტუაცია არა მაქვს. მე ძმა მომიკლეს!

-ბაჩო ახალაისა ძმის მკვლელობაში ბრალს ვერ სდებთ, მაგრამ იგივეს ვერ იტყვით მეგის ქარდავაზე?

-არა მეგის ქარდავაზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რადგან კონკრეტულად ეს ინფორმაცია რაც მე მითხრეს მეგისის პირადი დავალებით გაკეთდაო.

-ანუ მეგის ქარდავამ გიორგი ფჩხუას შესთავაზა სექსუალურ სცენებში მიეღო მონაწილეობა რომ მერე თანამდებობის პირები ან ცნობილი ადამიანები დაეშანტაჟებინათ? ამას გულისხმობთ?

-ზუსტად სცენები არ ვიცი კონკრეტულად რა შესთავაზეს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ რაღაცა ბინძური საქმე შესთავაზეს. ეს ყველაფერი იცის გიორგის მკვლელმა ბექა ცობეხიამ, ვინც ზის ციხეში. მან იცის ისიც თუ ვისგან მიიღო დავალება გიორგი მოეშორებინა. ასევე საქმის კურსში არიან სხვა მოწმეებიც ვინც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობენ და ეს ამბავი დაუბრუნდება ხელახალ გამოძიებას და ხელახლა დაიკითხებიან რათქმაუნდა მოწმეებიც.

-და ბოლო კითხვა, თქვენ მიგაჩნიათ რომ გიორგი ფოჩხუას მკვლელობის დამკვეთი შეიძლება იყოს მეგის ქარდავა?

-კი ბატონო, გიორგი ფოჩხუას მკვლელობის შემკვეთი სავარაუდოდ შეიძლება იყოს მეგის ქარდავა.

სხვა ახალი ამბები: