გიორგი შაკაია: ”დაკარგულ ტურისტს ”ტობა-2013”-თან კავშირი არ ჰქონდა”

0

481485_380414012068891_1370482308_nწალენჯიხის რაიონში კვლავ გრძელდება სამაშველო სამუშაოები. მაშველები ”ტობა ვარჩხილის” გზაზე ხრამში ჩავარდნილ ქართველ ტურისტს ეძებენ. ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ მოლაშქრეთა ჯგუფი, რომელსაც დაკარგული პიროვნება თან ახლდა ფესტივალზე ”ტობა-2013” მონაწილეობას არ იღებდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს მოლაშქრეთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი შაკაიამ აცნობა.

”ჩვენ ვწუხვართ რომ ასეთი ფაქტი მოხდა თუმცა აქვე გვინდა ავღნიშნოთ რომ მოლაშქრეთა ჯგუფს  ფესტივალ ”ტობა-2013”-თან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ.  თუმცა გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ ისინი მოლაშქრეებიც არ არიან და დამწყებ ალპინისტებადაც ასახელებენ. ერთი რამ ფაქტია, რომ მათ ჩვენს ფესტივალთან კავშირი არ ჰქონდათ”-აცხადედბს გიორგი შაკაია.

სხვა ახალი ამბები: