გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 121 პატიმარი შეიწყალა

0

shewyalebaaსაქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 121 მსჯავრდებული შეიწყალა.

ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ 121 მსჯავრდებულიდან 93 საპატიმროს დღესვე დატოვებს.

28 მსაჯავრდებულს კი შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება, ზოგს გაუნახევრდება, ზოგს კალენდარული ვადა სხვა ფორმით შეუმცირდება.

მისივე თქმით, 121 მსჯავრდებულიდან 3 არის ქალბატონი, ხოლო 3 არასრულწლოვანი.

“სულ კომისიამ, რომელიც მუშაობდა 14 და 15 ნოემბერს განიხილა 752 მსჯავრდებულის საქმე და მათგან 350 საქმე განხილული იყო არსებითად. სხვა საქმეები კი არ აკმაყოფილებდა არსებითი განხილვისთვის არსებულ კრიტერიუმებს. განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალდებულ ერთ პირს გაუნახევრდა სასჯელი. რაც შეეხება ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს, მათ რა თქმა უნდა შეეხო ამნისტია, თუმცა ნარკოტიკული ნივთიერების გასაღებით ბრალდებული არ არის შეწყალებული”,-განაცხადა ზვიად ქორიძემ.

სხვა ახალი ამბები: