გირგვლიანის მამა ჩერგოლეიშვილისა და ბოკერიას წინააღმდეგ

0

wyviliსანდრო გირგვლიანის მამა უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიასა და მის მეუღლეს ჟურნალს “ტაბულას” დამფუძნებელს თამარ ჩერგოლეიშვილს ბრალდებებს უყენებს. გურამ გირგვლიანის თქმით გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილის სანდრო გირგვლიანის საქმის ძიების დროს სტრასბურგში ჩავიდნენ, სადაც ცდილობდნენ ზეწოლა მოეხდინათ გირგვლიანების ოჯახის ადვოკატზე დავით ჯანდიერზე.

“საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სტრასბურგის სასამართლოში მუშაობის დროს ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ საქმეზე “გირგვლიანი და ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ” – ევროპული სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილება გამოტანა. სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ დაწერა, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო, პრეზიდენტით დაწყებული და რიგითი გამომძიებლებით დამთავრებული, შეთანხმებულად მოქმედებდა, რათა სანდრო გირგვლიანის საქმეზე სამართლიანი განაჩენი არ დამდგარიყო. სხვათაშორის, ზოგიერთი პიროვნება, რომელიც სანდროს საქმის გამოძიების გაყალბებაში იყო ჩართული, დღესაც მუშაობს მთავარ პროკურატურაში და არათუ უბრალოდ მუშაობს, საკმაოდ მაღალ თანამდებობასაც იკავებს! იმედი მაქვს მთავარი პროკურორი, ბატონი არჩილ კბილაშვილი დიდხანს არ გაიჩერებს გვერდით ასეთ ადამიანებს! ეს არასამთავრობოები და ე.წ უფლებადამცველები სექსუალური უმცირესობების დასაცავად რომ ყვირიან. სანდროს და ირინაას საფლავების გაძარცვაზე ხმის ამოღება არ შედის მათ კომპეტენციაში? თუ ამაში გრანტს არავინ მისცემთ?”-აცხადებს გირგვლიანი.

სხვა ახალი ამბები: