გიული ალასანიასთვის უცნობია დაბრუნდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში

0

Giuliექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიასთვის უცნობია, დაბრუნდება თუ არა მისი შვილი საქართველოში ჩვენების მისაცემად. ამის შესახებ ექს-პრეზიდენტის დედამ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

გიული ალასანიას განცხადებით, მისთვის სააკაშვილის უწყებაში დაბარება მოულოდნელი არ ყოფილა და ექს–პრეზიდენტს აღნიშნულთან დაკავშირებით თავადაც შეატყობინა.

ცნობისთვის, პროკურატურის უწყება სწორედ გიული ალასანიას ჩაბარდა. მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში 27 მარტს, 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.