გალის რაიონის სოფელ რეფიდან ადგილობრივი გიზო ანთია გაიტაცეს

0

nigabiადამიანის გატაცების მორიგი ფაქტი დაფიქსირდა გალის რაიონში. წუხელ ღამის 12 საათზე გალის რაიონის სოფელ რეფიდან ჯერჯერობით დაუდგენელმა ყაჩაღურმა დაჯგუფებამ საკუთარი სახლიდან გაიყვანა ადგილობრივი გიზო ანთია. გამტაცებლები ნახევარ საათში დაუკავშირდნენ გატაცებულის ოჯახს და გიზო ანთიას გამოსასყიდად 50.000 დოლარი მოსთხოვეს.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge გატაცებულის ნათესავებს დაუკავშირდა ზუგდიდში, რომლებმაც განაცხადეს, რომ ჯერ არაფერი იციან გატაცებულის შესახებ.

“გამტაცებლები ოჯახს მხოლოდ ერთხელ დაუკავშირდნენ გიზო ანთიას ოჯახს და გამოსასყიდად 50.000 დოლარი მოითხოვეს, რომელსაც ალბათ ვერასოდეს გადაიხდიან, რადგან ოჯახს ამდენი საშუალება მართლა არ აქვს”-აცხადებს გიზო ანთიას ნათესავი ირმა აბულაძე.

 

სხვა ახალი ამბები: