“გლობალის” ანტენების მოთხოვნა სამეგრელოში საგრძნობლად გაიზარდა

1

get_img (1)საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს “გლობალ tv” პროექტის კოორდინატორმა წალენჯიხაში გოჩა კალანდიამ განუცხადა, ანტენები უკვე 1500 ოჯახს გადაეცა.

მისივე თქმით, სატელიტური ანტენები 13170 კომლს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და იურიდიულ პირებს დაუმონტაჟდება. შექმნილია 9 ჯგუფი, რომლებიც 24 საათის განმავლობაში სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

“მოსახლეობა კმაყოფილებას ვერ მალავს. ანტენები უფასოდ ურიგდებათ. ეს არის იმ წინასაარჩევნოდ დაწყებული კამპანიის გაგრძელება, რის გამოც ანტენები დააყადაღეს. ანტენების გასხვისება და გაჩუქება არ შეიძლება”, – განაცხადა კალანდიამ და დასძინა, რომ სატელიტური ანტენების დაყენების მოთხოვნით, უფრო “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი აქტივისტები მიმართავენ.

გლობალის სატელიტური ანტენების მოთხოვნაა ზუგდიდში, ხობსა და სენაკში. მოსახლეობა ანტენების დაყენებას ითხოვს.

სხვა ახალი ამბები: