გლოვის დღე წალენჯიხაში და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დანიშნული რიგგარეშე სხდომა

0

glovis dgeწალენჯიხის რაიონში დღეს გლოვის დღე გამოცხადდა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ სწორედ დღეს გააცილებენ უკანასკნელ გზაზე ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს ვლადიმერ შანავას. წალენჯიხაში ამ დღესთან დაკავშირებით სტუმრად მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც ეწვევა.

მიუხედავად იმისა, რომ წალენჯიხაში გლოვის დღეა გამოცხადებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ბელქანიამ დილით 11 საათზე საკრებულოს სხდომა მოიწვია და უმნიშვნელო საკითხებზე საკრებულოს დეპუტატებთან იმსჯელა.

“საკრებულოს თავმჯდომარე რომ არაადეკვატურია და უცნაურ გადაწყვეტილებებს ღებულობს ეს არახალია, თუმცა დღევანდელ დღეს საკრებულოს სხდომის დანიშნვა ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. სხვა რომ არაფერი დღეს მთელი წალენჯიხა და საქართველო პატივს მიაგებს ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცს. ეს არის გმირი, ვაჟკაცი. საკრებულოს თავმჯდომარემ კი მის ღირსებასაც არ სცა პატივი და სწორედ დღევანდელ დღეს დანიშნა საკრებულოს სხდომა”-აცხადებენ წალენჯიხელები.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა ბელქანიამ SMO.GE-სთან დაადასტურა, რომ ამ წუთებში საკრებულოს სხდომა მართლაც მიმდინარეობს, თუმცა აქვე ისიც აღნიშნა, რომ განსახილველ საკითხთა შორის რაიმე მნიშვნელოვანი საკითხი არ არის. ეკა ბელქანიას განცხადებით “გათვალისწინებულია მხოლოდ რამდენიმე შენიშნვა სხვადასხვაში”

სხვა ახალი ამბები: