გოგა გულორდავა: “დღეს ერთადერთი რეალური პოლიტიკური ძალა “ქართული ოცნებაა”

0

10257786_456940241076084_1799101112330197056_oენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელს სტუმრობდა. მან ასევე მოინახულა ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი. კახა კალაძე წალენჯიხის ცენტრში “ქართული ოცნების” გამგებლობის კანდიდატ გოგა გულორდავასთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა. წალენჯიხის გამგებლობის კანდიდატმა ხალხთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ერთადერთი რეალური ძალა დღეს “ქართული ოცნებაა”, რომელსაც მხარი უნდა დაუჭირონ.

“კანონით მონიჭებული უფლებაა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა თვითმმართველობის განვითარებაში მონაწილეობა მივიღოთ. დამეთანხმებით ყველა,რომ ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან არც თუ ისე მცირე რამის გაკეთება შეძლო. ყველაზე მთავარი მონაპოვარი, რაც ჩენ გვაქვს, არის ის, რომ თავისუფლები ვართ და არ გვყავს მოძალადე ხელისუფლება. მე მჯერა თქვენი გულისხმიერებისა და გონივრულობის და მჯერა რომ ყველა ერთად, 15 ივნისს ღირსეულ სიტყვას ვიტყვით. დღეს ერთადერთი რეალური პოლიტიკური ძალა “ქართული ოცნებაა”,- აღნიშნა გოგა გულორდავამ.

სხვა ახალი ამბები: