გოგა გულორდავა: “როცა გამგებლად დავინიშნე, კონკურსზე ყველა საბუთი წარმოვადგინე, მათ შორის ნასამართლეობის ცნობაც”

0

10670196_713244142101291_5229277506590284472_nწალენჯიხის გამგებელი გოგა გულორდავა მისი ნასამართლეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მას ნასამართლეობა ჯერ კიდევ 2008 წელს მოეხსნა.

როგორც გულორდავამ განაცხადა, ის არა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, არამედ სამსახურებრივი გადაცდომისთვის დააკავეს. გამგებლის თქმით, მან ერთი წელი მოიხადა და საპატიმრო 2008 წელს და არა 2012 წელს დატოვა.

„რა თქმა უნდა, თანამდებობის დაკავების უფლება მქონდა. როცა გამგებლად დავინიშნე, კონკურსი იყო გამოცხადებული და ყველა საბუთი წარმოვადგინე, მათ შორის ნასამართლეობის ცნობაც. კომისიისთვის ყველაფერი იყო ცნობილი, მაგრამ იმ პერიოდისთვს მე ნასამართლეობა აღარ მქონდა. რაც მედიაში ჩემზე გავრცელდა, ყველაფერი სიცრუეა. დიდი ოდენობით ქრთამის აღების მუხლი არ მქონია. მე გამასამართლეს ჩვეულებრივი სამოხელეო დანაშაულისთვის, სამსახურებრივი გადაცდომის მუხლით, რომელიც 0-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 1 წელი მოვიხადე და არა 2012 წელს, არამედ 2008 წელს გავთავისუფლდი პატიმრობიდან. ორ თვეში სასამართლოს მივმართე ნასამართლეობის მოხსნის თხოვნით და მოთხოვნა დამიკმაყოფილა მაშინვე. მე ნებისმიერი ჟურნალისტის ზარს ვპასუხობ, აქედან გამომდინარე, ვის დაურეკეს, ან როდის შევიკავე თავი კომენტარისგან არ ვიცი. ამ თემაზე კომენტარი ყოველთვის გამიკეთებია, როცა ინტერესი იყო. დამაკავეს 2007 წელს. ყველას ახსოვს ალბათ, რა დრო იყო და კუდ-ის ჩატარებული კონცერტების ერთ-ერთი სერია იყო ჩვენი დაკავებაც. ჩემი ბრალეულობა ერთი ფარული მოწმის ჩვენებით მტკიცდებოდა და ეს იყო მხოლოდ საქმეში. კონტრაქტორი კომპანიებისგან, რომლებიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით სამუშაოებს ასრულებდნენ, მაშინ საპროცესო შეთანხმებებით 3 მილიონი ლარი ამოიღეს“, – განაცხადა გულორდავამ.

სამეგრელოს რეგიონის თანამდებობის პირების, მათ შორის წალენჯიხის გამგებლის ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

წყარო: http://acn.ge

სხვა ახალი ამბები: