გოგა გულორდავა წალენჯიხის გამგებლობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა

0

gogaa gulordavaaa“ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი წალენჯიხის გამგებლობის კანდიდატი გოგა გულორდავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 68-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ოფიციალურად დარეგისტრირდა.  “ქართული ოცნების” კანდიდატმა საოლქო საარჩევნო კომისიაში კანდიდატის მოწმობა აიღო. გოგა გულორდავას “ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც თან ახლდნენ, რომლებმაც დარეგისტრირება კიდევ ერთხელ იულოცეს. 

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამგებლობის სამი კანდიდატია ამ დროისთვის დარეგისტრირებული. “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-გოგა გულორდავა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-შოთა იზორია და პოლიტიკური კოალიცია “ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია-გიორგი ვეკუა.

სხვა ახალი ამბები: