გოგა ღადუა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

0

10446056_807913092574634_1254215652247137404_oზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი აბშილავამ წუხელ ანაკლიაში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე გოგა ღადუა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ღადუას სასამართლომ გირაოს სახით 400 ლარის გადახდა დააკისრა.

თავად დაკავებული გოგა ღადუა ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ ის წუხელ ნასვამი იყო და აგრესიულად მხოლოდ ამიტომ იქცეოდა.

“მე მინდოდა გამეგო თუ რატომ დააკავეს ჩემი მეგობრები. ვიყავი ნასვამი და ვაღიარებ, რომ მოვიქეცი აგრესიულად. ცუდი სიტყვებით მივმართავდი პოლიციას. ვინანიებ ჩადენილ დანაშაულს“-აცხადებს გოგა ღადუა.

სხვა ახალი ამბები: