გოგა ძველაიას ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს

0

Zvelaiaქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი 16 წლის გოგა ძველაიას ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. ისინი სენაკში, გარდაცვლილის ოჯახში, ექსპერტთან ერთად, სასჯელაღსრულების მინისტრის ჩასვლას ითხოვენ.

ასევე, მათი სურვილია საქმეში სახალხო დამცველიც ჩაერთოს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, ძველაიას ოჯახის წევრების განცხადებით, მიცვალებულს არ დაკრძალავენ.

„ჩემი შვილი მოკლულია. ამიტომ ბატონ სოზარ სუბარს ვთხოვ, ჩამოვიდეს სენაკში, მოიყვანოს თავისი ექსპერტი, თუ მას არ გააჩნია ეს თანხა და არც საშუალება აქვს, მე ავანაზღაურებ ამ ხარჯებს. სანამ არ ჩამოვა და ეს ამბავი არ დამტკიცდება, მანამდე ჩემი შვილი არ დასაფლავდება“,– აცხადებს გარდაცვლილის მამა დავით ძველაია.

16 წლის გოგა ძველაია ორი დღის წინ საკანში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, ახლობლებს კი ეჭვი აქვთ რომ პატიმარი, რომელიც რამდენიმე დღეში გირაოთი უნდა გათავისუფლებულიყო, მოკლულია.

სხვა ახალი ამბები: