გოგიტა კვარაცხელიას ცხედარი საკუთარი დის სახლში გადაასვენეს

0

skoriშამგონა-ნაბაკევის ოკუპირებულ საზღვართან ნაპოვნი ცხედარი ნამდვილად გოგიტა კვარაცხელიაა. საბოლოო დასკვნა ამის შესახებ ქუთაისის სამედიცინო ექსპერტიზამ უკვე დადო. ამ წუთებში გოგიტა კვარაცხელიას ცხედარი ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკში, საკუთარი დის ოჯახში გადაასვენეს.
გოგიტა კვარაცხელია 21 მარტს ჯერჯერობით დაუდგენელმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშიდან გაიტაცა. მოგვიანებით კი მის გამოსასყიდად გამტაცებლებმა კვარაცხელიების ოჯახს 500.000 დოლარის გადახდა მოსთხოვეს.
გოგიტა კვარაცხელია ოკუპირებულ საზღვარზე წუხელ გვიან ღამით იპოვეს. მოკლულის ცხედარი ზუგდიდში ქართველი სამართალდამცავებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ ზუგდიდის რაიონში დღის მეორე ნახევრისთვის გადმოასვენეს.

სხვა ახალი ამბები: