გოგი ხოჭოლავა “პატრიოტებს” ტოვებს

0

375977_456114054474144_1341860411_nსაზოგადოებრივი მოძრაობა “პატრიოტების”  ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი გოგი ხოჭოლავა საზოგადოებრივ მოძრაობას ტოვებს. ამის შესახებ ხოჭოლავამ სპეციალური განცხადება სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა.

“მოგობრებო ვიღებ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებას. ვტოვებ მოძრაობა “პატრიოტებს”. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მოძრაობა “პატრიოტების” პრეზიდენტს, გიორგი მაზმანიანს. ის უაღრესად კარგი პიროვნებაა, და დიდი მადლობელი ვარ მისი. მოკლედ, მე არ ვწყვეტ პოლიტიკურ ცხოვრებას. მე ვაგრძელებ, ჩემს პოლიტიკურ აქტიურობას და ნუ ეგონება ვინმეს რომ გადავდივარ მოღალატე ქართველების ფრონტზე. მე ისევ ვრჩები ჩემი ქვეყნისა და ერის ერთგული. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, გვერდში დგომისთვის, იმ გაწეული სამსახურისთვის რაც ჩემთვის გააკეთეთ. ძალიან მიყვარხართ. ღმერთი იყოს თქვენი და სრულად საქართველოს მფარველი!”-ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: