გოგლა ჟვანია: “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის სცენა დადგმულია”

0

118გოგლა ჟვანიას განცხადებით ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის გარდაცვალების ადგილზე  მათ შორის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის სცენა დადგეს. ამის შესახებ მან განცხადება თოქშოუ “არჩევანში” სატელეფონო ჩართვისას  გააკეთა.

ის გადაცემაში დაუგეგმავად მას შემდეგ ჩაერთო, რაც “არჩევანში” FBI-ის ექსპერტიზის დასკვნის ის ნაწილი გახმაურდა, რომელიც აქამდე საიდუმლოდ რჩებოდა.

მან აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ გარდაცვალების ადგილას მართლაც არატრადიციული სექსუალური აქტის სცენა დახვდათ და აღნიშნავს, რომ  საზოგადოებამ ამის შესახებ იცის და დღეს გადაცემაში გახმოვანებულ ინფორმაციაში ახალი არაფერი ყოფილა. თუმცა, მისივე  თქმით, ეს სცენა დადგმული იყო, რადგან მაშინდელ ხელისუფლებას სურდა, საზოგადოებას ეს ვარიანტი დაეჯერებინა.

“ვინც დადგა ეს სცენა და როგორ დადგა, ეს ყველაფერი გამოაშკარავდება და ამაზე ადამიანები ძალიან სერიოზზულ პასუხს აგებენ, ერთია რომ მოკლეს ადამიანი, მეორეა, რომ ეს უბინძურესი ვერსია შეთითხნეს, მე გარანტიას გაძლევთ, რომ ამაზე პასუხს აგებენ ადამიანები”-აცხადებს ჟვანია.