გოდერძი ბუკია: “რუსეთი რითაა აგრესორი? მე ასე არ ვფიქრობ”

1
buukiaსაპარლამენტო უმრავლესობის ახალი წევრის, ყოფილი „ნაციონალის“ სკანდალურ ინტერვიუს გაზეთი “ვერსია” დღევანდელ ნომერში აქვეყნებს. ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია ინტერესდება თუ რა ლოგიკაა აგინო რუსეთს აფზაზეთის წართმევისთვის. მას ასევე აინტერესებს რატომ არის აგრესორი რუსეთი. ბუკიას თქმით ყველას თავისი ინტერესები აქვს.  

“ჩვენ დღეს ამ გარემოში ვცხოვრობთ და სხვაგან ვერ გადავსახლდებით. დროშის ფრიალი არაა საჭირო, ეკონომიკა ავაღორძინოთ და აფხაზები ჩვენსკენ გამოიქცევიან. ისეთი ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური ვითარება, როგორიც საქართველოშია, სხვაგან არსად მეგულება. რატომ არ უნდა ველაპარაკოთ მეზობელს? რუსეთის გავლენა სომხეთსა და აზერბაიჯანზეც დიდია, ჩვენ როგორ შევინარჩუნოთ ან დავიცვათ თავი ამ გავლენის დარეგულირების გარეშე? სულაც არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ჩვენი მეზობელი აგრესიულია.
რუსეთი რითაა აგრესორი? მე ასე არ ვფიქრობ. რა გიკვირთ? წვრილმანი ურთიერთობებიდან ამ პროცესს არ უნდა შევხედოთ. აგრესორი ყველაა. გააჩნია, ვინ როგორ მოქმედებს. თურქეთი ათჯერ მეტი აგრესორია ჩემთვის, ასევე ირანიც, რომელმაც დაგვაქცია, მაგრამ ხომ ვთანამშრომლობთ. თავის დროზე, ხომ წაიღეს ჩვენი ტერიტორიები. ყველას თავისი ინტერესი აქვს. რა მოვიგეთ 9 წლის განმავლობაში რუსეთს დედას რომ ვაგინებდით? პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. სტალინის სიტყვები გავიხსენოთ, მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება გამართლებულია და არ მითხრათ, სტალინი დეგენერატიაო“,-განაცხადა გოდერძი ბუკიამ  „ვერსიასთან“ საუბარში

სხვა ახალი ამბები: