გოდერძი შარაშია: “მანქანის ტარება არ ვიცი და არც მართვის მოწმობა მაქვს, მაგრამ ამასაც მოვახერხებ”

0

11074366_10204001587345552_1586976686978564632_nმუსიკალურ პროექტ “ორი ვარსკვლავის” გამარჯვებული გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელ facebook-ში  მხარდამჭერებს მადლობას უხდის. მხარდამჭერებთან ერთად პროექტის პედაგოგებისა და ყველა იმ პერსონალის მიმართ გამოხატავს დიდ მადლიერებას, ვისთანაც სამი თვის განმავლობაში თანამშრომლობდა.

“როცა გამარჯვებულად გამომაცხადეს, ემოცია არ გამდის, სახეზე ხელი რომ ავიფარე მას მერე რა მოხდა კარგად არც მახსოვს, არასდროს არაფერი მომიგია და არ ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი, მოკლედ დასრულდა და ახლა უკვე დროა თქვენ გითხრათ რომ ძალიან მიყვარხართ ყველა და მადლობა იმისთვის რაც ჩემთან ერთად გამოიარეთ თითქმის სამი თვის მანძილზე, მადლობა ძალიან ბევრ ადამიანს უნდა გადავუხადო პედაგოგებიდან დაწყებული და ბენდით, ორკესტრის და ბექ ვოკალის მონაწილეებით დამთავრებული, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა ელენე ფოჩხუას, იმისთვის რაც მან გააკეთა, ჟიურის და თქვენ ვინც არ დაიზარეთ და აქამდე მიგულშემატკივრეთ, ვიცი განსაკუთრებით გუშინ ინერვიულეთ, ყველაფერი ვიცი და ვგრძნობდი, ყველაზე დიდი მადლობა ცირას და ანდრიას-უზომოდ მიყვარხართ მა, უთქვენოდ მე არაფერი გამომივიდოდა, არ ვიცი მეტი რა დავწერო, მადლობა ბევრჯერ და მიყვარხართ”-წერს შარაშია facebook-ის საკუთარ გვერდზე.

11174829_10204001599225849_1403793351823435676_n11183457_10204001612546182_5218524123920602015_n11178364_10204001588985593_6224947941083245855_nრაც შეეხება გამარჯვებულის მთავარ პრიზს, ავტომანქანა “KIA OPTIMA”-ს, პროექტის გამარჯვებული ჟურნალისტი აცხადებს, რომ მან მანქანის ტარება არ იცის და შესაბამისად არც მართვის მოწმობა გააჩნია. გოდერძი შარაშია მხარდამჭერებს არწმუნებს, რომ ამ საქმეს თავს დამოუკიდებლად გაართმევს და უახლოეს მომავალში მას საჭესთანაც ვიხილავთ.

“ხო მართლა, მანქანის ტარება არ ვიცი და არც მართვის მოწმობა მაქვს, მაგრამ ამას უკვე თქვენი დახმარების გარეშე მოვახერხებ,”-წერს “ორი ვარსკვლავის 2015 წლის სეზონის გამარჯვებული გოდერძი შარაშია.

სხვა ახალი ამბები: