გრანდიოზული შოუ სამეგრელოში: რას სთავაზობენ ვიზიტორებს ავტო-მოტო შოუზე? (ვიდეო)

0

showwშაბათ-კვირას, 4 და 5 ივლისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს გრანდიოზულ ავტო-მოტო შოუს, სადაც მონაწილეობას იღებენ ავტო და მოტო მოყვარულები და პროფესიონალები საქართველოს მასშტაბით. შოუ გაჯერებული იქნება ასევე მუსიკალური ნომრებით.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, ეს იქნება უპრეცედენტო სანახაობა საქართველოს მაშტაბით, რომლის შესახებაც მეორე დღეს სოციალურ ქსელებში ისაუბრებენ.  “Western Drivers Club”-ში რეგისტრირებულია 2 ათასამდე პროფესიონალი და მოყვარული ავტო-მოტო მრბოლელი, რომელიც შოუში მონაწილეობას ღებულობს. უპრეცეგენტო სანახაობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მდებარე აეროპორტის ტერიტორიაზე გაიმართება.

4-5 ივლისს ავტო-მოტო შოუს საქველმოქმედო ხასიათი ექნება. შემოსული თანხები მთლიანად გადაირიცხება თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების ფონდში.

ღონისძიების მხარდამჭერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ავტო-მოტო შოუს ოფიციალური სპონსორები არიან Socar- Kulevi Oil Terminal კომპანია “ვისოლ პეტროლიუმი” და კომპანია “კოკა-კოლა”. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფენ საინფორმაციო სააგენტო smo.ge, რადიო “ათინათი” და ონლაინ გამოცემა “Livepress.ge”.

სხვა ახალი ამბები: