“გრეის 50 ელფერის” მეორე და მესამე ნაწილის ეკრანიზაციის თარიღი ცნობილია

0

233798გამოცემა The Hollywood Reporter იტყობინება, რომ კინოსტუდია Universal -მა  გამოაცხადა ეროტიული დრამის, გრეის 50 ელფერის სიქველის პრემიერის თარიღი. ფილმის მეორე ნაწილის სახელწოდებაა “50 ელფერით მუქი”, რომელსაც მაყურებელი 2017 წლის 10 თებერვალს იხილავს, აგრეთვე ცნობილი გახდა ბესტზელერის მესამე ნაწილის ეკრანიზაციის თარიღიც, სახელტოდებით “თავისუფლების 50 ელფერი”, რომლის პრემიერაც 2018 წლის 8 თებერვალსაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ფილმის სცენარი, აგებულია ცნობილი ამერიკელი მწერლის ელ. ჯეიმსის რომანებზე. რაც შეეხება მეორე და მესამე ნაწილების სცენარს, მას თავად ავტორის მოთხოვნით მისივე ქმარი ნაილ ლეონარდი დაწერს.

ამ დროისათვის მთავარი როლის შემსრულებლები დაკოტა ჯონსონი და ჯემი დორნანი მოლაპარაკებებს მართავენ უნივერსალთან, როგორც ცნობილი გახდა მსახიობებს ჰონორარის გაზრდა სურთ. ბესტზელერის პირველი ნაწილის ეკრანიზაციაში თამაშისთვის თითოეულმა 250 000 ამერიკული დოლარი მიიღო.

სხვა ახალი ამბები: