გუდაუთასა და ქალაქ ბანდირმას შორის დაძმობილების შესახებ შეთანხმება მზადდება

0

gudautaaგუდაუთასა და თურქულ ქალაქ ბანდირმას შორის დაძმობილების შესახებ შეთანხმება მზადდება. “აპსნიპრესის” ინფორმაციით, სოხუმში აღნიშნული ქალაქის მერი დურსუნ მირზა იმყოფება, რომელიც აფხაზეთის ქალაქებს ათვალიერებს და ადგილობრივთა ცხოვრებას ეცნობა.

აფხაზეთის დე–ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროექტზე შეთანხმების შემდეგ, მასზე ხელმოწერა თურქეთში გაიმართება.

ამასთან, ქალაქ ბანდირმაში ივნისის დასაწყისში ფოლკლორული ფესტივალია დაგეგმილი, რომელზეც აფხაზეთის წარმომადგენლები არიან მიწვეული.

სხვა ახალი ამბები: