“გულებიანი” დროშის აღმართვის მიზეზად კლიპის გადაღება სახელდება

0

1392075_607128069348570_159145535_nპრეზიდენტის სასახლესთან დღეს სახელმწიფო დროშის ნაცვლად “ნაციონალური მოძრაობის” ე.წ “გულებიანი” დროშა აღიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღის განმავლობაში ამ ფაქტს ადასტურებდნენ, თუმცა კომენტარს ამის შესახებ არ აკეთებდნენ.

რამდენიმე წუთის წინ კი სოციალური ქსელის მეშვეობით პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა მოკლე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დროშა მხოლოდ ერთი დღით აღიმართა, რადგან კლიპს იღებენ.

“პრეზიდენტის სასახლის თავზე ე.წ. გულებიანი დროშის აღმართვასთან დაკავშირებით მინდა, ვაცნობო საზოგადოებას, რომ ეს დროშა აღმართულია მხოლოდ ერთი დღით, სასახლეში მუსიკალური კლიპის გადაღებასთან დაკავშირებით. ხვალ შუადღის შემდეგ სასახლის გუმბათზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაბრუნდება.”-წერს ანდრო ბარნოვი.