“გულის ელექსირი” – წლის ყველაზე მოთხოვნადი წამალი ხდება (R)

0

eleksiriნებისმიერი სამკურნალო წამლის სააფთიაქო ქსელებში დამკვიდრებას ხანგრძლივი დრო სჭირდება. 
უნიკალური ბუნებრივი პრეპარატი “გულის ელექსირი” ის იშვიათთაგანია, რომელიც სულ ორი წლის წინათ გამოჩნდა ჯერ “სახალხო აფთიაქის” ქსელში, დღეს კი “პსპ”-სა და “ავერსის”, “ჯი-პი-სი”-ს, “ფარმადეპოს”, “ფარმაცენტრისა” და სხვა სააფთიაქო ქსელებში არა მარტო ფართოდ გავრცელდა, არამედ თავისი მაღალეფექტურობის გამო ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად საგულე საშუალებად იქცა უმოკლეს დროში. თითქმის ყველა სააფთიაქო ქსელს გაუჩნდა მისი შეძენის სურვილი. 
“გულის ელექსირთან” დაკავშირებულ კითხვებს პასუხობს პრეპარატის ავტორი, საერთაშორისო ჰომეოპათიური ლიგის წევრი, ექიმი, სამედიცინო ცენტრ “ნეოკლინიკის” დირექტორი სამეცნიერო დარგში – კახა საბახტარიშვილი. 

– გულზე შუნტირების ოპერაცია მაქვს გაკეთებული, უკვე ორი თვეა ვიღებ “გულის ელექსირს”, მდგომარეობა მკვეთრად გამიუმჯობესდა, შეიძლება თუ არა შევწყვიტო ექიმის დანიშნული ქიმიური მედიკამენტების მიღება და მხოლოდ „გულის ელექსირით“ გავაგრძელო მკურნალობა? 
– “გულის ელექსირი” არის ბუნებრივი სამკურნალო პრეპარატი, რომელსაც არ გააჩნია მიჩვევის ეფექტი, გვერდითი მოქმედებები და მისი მიღება შესაძლებელია დანიშნულ ქიმიურ მედიკამენტებთან ერთად. თქვენს შემთხვევაში რომელიმე დანიშნული ქიმიური მედიკამენტის შეწყვეტა ან მიღების დოზისა და ინტენსივობის შემცირება უნდა გადაწყვიტოთ მკურნალ ექიმთან კონსულტაციით. 
– მაქვს შაქრიანი დიაბეტი, შეიძლება თუ არა შაქრის მარეგულირებელ პრეპარატებთან ერთად “გულის ელექსირის” მიღება? 
– შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი გართულებაა დიაბეტური ანგიოპათია, რაც გამოიხატება სისხლძარღვთა შევიწროებით (ხელ-ფეხის დაბუჟება, “ჭიანჭველების ცოცვის” შეგრძნება და ა.შ.), “გულის ელექსირში” შედის ისეთი კომპონენტები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლძარღვთა გაფართოებას, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. აქედან გამომდინარე, თუნდაც პროფილაქტიკისთვის “გულის ელექსირი” დიდ დახმარებას გაგიწევთ. 
– ჩემს შვილს გარდატეხის ასაკში დაეწყო გულისცემის აჩქარება, ადვილად დაღლა, ქოშინი, უძილობა. მყავდა კარდიოლოგთან, გამოკვლევებით ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. არ მინდა ქიმიური საგულე საშუალებები მივაღებინო, კარდიოლოგმაც იგივე მირჩია. შეიძლება თუ არა ბავშვს “გულის ელექსირის” მიღება დავაწყებინო? 
– ვინაიდან “გულის ელექსირი” მხოლოდ და მხოლოდ მცენარეული წარმოშობის კომპონენტებისგანაა შექმნილი და დამუშავებული ჰომეოპათიური ტექნოლოგიით, მისი მიღება შესაძლებელია პროფილაქტიკის მიზნითაც. მას გააჩნია წნევის მარეგულირებელი, არითმიის საწინააღმდეგო, გულის კუნთის მკვებავი და დამამშვიდებელი ეფექტები
– 10 წელია მივდევ აქტიურ სპორტს. მიხდება სიმძიმეების აწევა. ვატყობ, რომ ვარჯიშების გამო გულს ადგება დიდი დატვირთვა. შეიძლება გულის კუნთის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად “გულის ელექსირი” მივიღო? 
– “გულის ელექსირის” შემადგენლობაში შედის ერთ-ერთი საოცარი მცენარე არნიკა ბალახეულის სახით, ის ძლიერ ტოქსიკურია. ჰომეოპათიური ტექნოლოგიით მომზადებული კი მართლაც საოცრებას ახდენს. მოვიყვანთ მხოლოდ მცირე ჩამონათვალს ამ სიტუაციების, რომლის დროსაც “გულის ელექსირში”შემავალი ჰომეოპათიური ტექნოლოგიით მომზადებული არნიკა შეუდარებელია: საერთო სისუსტე, დაღლილობა, ქრონიკული დაღლილობის სიმპტომი, გულის კუნთის ჰიპერტროფია, გულის კუნთის გადაძაბვა დატვირთვის შედეგად, გულისცემის აჩქარება
– მაქვს ჩიყვი, ამასთან ერთად ვუჩიოდი გულის პრობლემებს. ერთი წელია ვიღებ “გულის ელექსირს”, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად ანალიზებმა აჩვენა, რომ ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის მაჩვენებლები საგრძნობლად გამიუმჯობესდა, რაც ვერ ამიხსნია. 
– აქ გასაკვირი არაფერია, “გულის ელექსირის” შემადგენლობაში შედის ორი ისეთი კომპონენტი, რომელსაც საკმაო წარმატებით ვიყენებთ ჩვენს სამედიცინო ცენტრში ჩიყვის სამკურნალოდ. საერთოდ, ჩიყვის მკურნალობა ჰომეოპათიით მაღალეფექტურია! 
– შეიძლება მოკლედ ჩამოაყალიბოთ „გულის ელექსირის“ მოქმედების მექანიზმი? 
– “გულის ელექსირი” ზრდის გულის შეკუმშვის ძალას, ამასთანავე, ამცირებს მის სიხშირეს, ამიტომაც ყველა ორგანოსა და ქსოვილის სისხლმომარაგება უმჯობესდება. პრეპარატი ხელს უწყობს გულის მკვებავი სისხლძარღვების გაფართოებას და გული იღებს ნორმალური მუშაობისთვის საკმარის ჟანგბადს. 
იმ პაციენტებს, რომლებიც ექიმის მიერ დანიშნულ საგულე ქიმიურ მედიკამენტებთან ერთად იღებენ“გულის ელექსირს”, დროთა განმავლობაში უკვე აღარ სჭირდებათ იმავე ინტენსივობით და იმავე დოზირებით ქიმიური მედიკამენტების მიღება. 
“გულის ელექსირი” არის ჰომეოპათიური პრეპარატი, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მისი გაცემა ნებადართულია ურეცეპტოდ, ექიმის დანიშნულების გარეშეც. 

1 ფლაკონის (წვეთებში) ღირებულება 16 ლარამდეა, 1 ფლაკონი ყოფნის 1 თვეზე ცოტა მეტი. 

P.S. „გულის ელექსირი“ უკვე ყველა სააფთიაქო ქსელშია.
კონსულტაცია: 558-51-40-65, 593-31-70-34.
ინფორმაცია: http://www.medgeo.net
 

სხვა ახალი ამბები: