გუნავამ ღარიბაშვილს სამეგრელოს საოლქო პროკურატურაში უჩივლა

0

guunavaa“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გამგებლობის კანდიდატმა ზუგდიდის რაიონში თენგიზ გუნავამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ საჩივარი ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში შეიტანა. გუნავამ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ იგი პრემიერ-მინისტრის მიერ მის მიმართ გაკეთებული ბრალდებების თაობაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

”სრულიად უაპელაციოდ პრემიერ-მინისტრმა ბრალი დამდო, რის შემდეგაც  ჩვენს ოფისთან  ზუგდიდში ძალადობრივი პროცესები დაიწყო. ჯერ გაჭირვებული ოჯახი გამოიყენეს და შემდეგ “ოცნების” აქტივისტები ჩაერთნენ აქციებში. ამის გარშემო შედგა სარჩელი. პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკურად გამოიყენა ოჯახის ვითარება, წააქეზა და “ოცნების” აქტივისტები მოუსია ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს.”-აცხადებს გუნავა.

გუნავამ კიდევ ერთხელ მოუწოდა შსს-ს და პროკურატურას, რომ გამოიძიონ აფხაზეთის დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას და მეტყევე-რეინჯერ დავით ცინდელიანის გაუჩინარების საქმე, მისი ბრალდების გამოკვეთის შემთხვევაში კი იგი მზად არის ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

გუნავას სამეგრელოს საოლქო პროკურატურაში უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი ახლდა.

სხვა ახალი ამბები: