გუნავას გათავისუფლება: უთავმოყვარეო საქციელი თუ სამართლებრივი მიზანშეწონილობა

0

gunavaთენგიზ გუნავას შეწყალების პოლიტიკური და სამართლებრივი მიზანშეწონილობა – იურისტები მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას აფასებენ. სპეციალისტთა განმარტებით, მსჯავრდებულთან მიმართებაში, შეწყალების უფლების გამოყენებას პრეზიდენტს კანონი ანიჭებს.

სამართლებრივად გაწერილია, რომ ქვეყნის პირველ პირს ასეთი გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად, შეწყალების კომისიის რეკომენდაციების და ასევე შეწყალებისთვის დადგენილი კრიტერიუმების გვერდის ავლით შეუძლია.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ განმარტავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება სამართლებრივად გამართულია, თუმცა დაირღვა სამართლიანობის პრინციპი იმ მსჯავრდებულებთან მიმართებაში, რომელთა შეწყალება არ ხდება სპეციალური კომისიის დასკვნის გარეშე.

თენგიზ გუნავამ სასჯელაღსრულების ნომერ მე-9 დაწესებულება  გუშინ გვიან ღამით დატოვა. სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა. შესაბამისი განკარგულების თანახმად, თენგიზ გუნავას ნასამართლობაც მოეხსნა.

პრეზიდენტის მიერ თენგიზ გუნავას შეწყალებაზე შეფასებები დილიდან კეთდება. “ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გადაწყვეტილებას უთავმოყვარეო საქციელი უწოდა, თუმცა მისი თქმით, იგი არ აპირებს შეუერთდეს აქციას, რომელზეც პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ.

გუნავას შეწყალებას დაუშვებლად  მიიჩნევს მამუკა გიორგაძეც. მისი განცხადებით,  გუნავას გათავისუფლება და მის ბრალეულობასთან დაკავშირებული საკითხები მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერი თავიდანვე გათვლილი და გათვალისწინებული იყო.

სხვა ახალი ამბები: