გუნავას საქმეს მთავარი პროკურატურა ხვალ გაახმაურებს

0

735086_491607030884954_682018967_nსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და ამ საქმის შესახებ საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი. ასეთი განცხადება გააკეთა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა რამდენიმე წუთის წინ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის პირდაპირ ეთერში.

ჩაუდეს თუ არა თენგიზ გუნავას იარაღი ნარკოტიკთან ერთად, იყო თუ არა ის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ და სხვა ბევრი კთხვა, რომელზეც პასუხი საზოგადოებას აინტერესებს ხვალ გახდება ცნობილი.

“ამ გადაწყვეტილებაში კითხვის ნიშანი არსად არ დგას, კერძოდ, ბატონი გუნავა, უფრო სწორად მისი ადვოკატი აცხადებდა, რომ მას ნარკოტიკი და იარაღი ჩაუდეს, გამოძიების შედეგად ეს ფაქტი არ დადასტურდა, რადგან აღნიშნულის სასარგებლოდ არის მხოლოდ გუნავას ჩვენება”, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

შეგახსენებთ. რომ სწორედ ამ თემაზე კითხვები დაუსვეს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს კარნეგის ცენტრში. წულუკიანის განცხადებით თენგიზ გუნავას საქმე იყო ერთადერთი რასთან დაკავშრებითაც ეჭვი ჰქონდათ და სწორედ ამიტომ შსს-მ ჩაატარა შიდა მოკვლევა და სამართალდამცველების დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად ამისა, წულუკიანის თქმით, გამოძიებამ ვერ მოიპოვა მტკიცებულებები, რომ იარაღი ჩადებული იყო.

სხვა ახალი ამბები: