გუნავა თავისუფალია:- სახალხო დამცველი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლოს უწოდებს

0

995457_569813786408906_883854663_nსაქართველოს პრეზიდენტის მიერ 30 ივლისს ხელმოწერილი სპეციალური განკარგულების საფუძველზე პატიმრობიდან გაათავისუფლეს სამეგრელოს გუბერნატორი თენგიზ გუნავა.

“საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის “ო” ქვეპუნქტის შესაბამისად შეწყალებულ იქნეს თენგიზ გულის ძე გუნავა, დაბადებული 1976 წელს, მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ”, “დ” ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და გათავისუფლდეს სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა) შემდგომი მოხდისაგან და მოეხსნას ნასამართლობა”, – ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

პრეზიდენტის განკარგულებას უპასუხისმგებლოს უწოდებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

“პრეზიდენტს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია შეწყალება. ამას კანონი არ უკრძალავს, მაგრამ ასე უცებ, ჯერ, პრინცპიში, ერთი თვეც არ არის გასული, რაც პატიმრობა შეეფარდა. მით უმეტეს, გასაჩივრებული არის განაჩენი მისი ადვოკატების მიერ, პროცესი მიმდინარეობს სააპელაციო  და მთელი პროცესები იყო წინ, ეს უფრო რაღაც უპასუხისმგებლო საქციელია.”

სხვა ახალი ამბები: