გურამ ოდიშარია ზუგდიდის შემდეგ ფოთს სტუმრობს

0

1352711237_guram-odisharia2სიახლე!!! ახალი ამბების არა მარტო წაკითხვა, არამედ მოსმენაც არის შესაძლებელი.[ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/2013/02/guram-odisaria-potsi3.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]ზუგდიდის დრამატული თეატრისა და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერების შემდეგ საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია ქალაქ ფოთს სტუმრობს. მინისტრმა ფოთში კულტურული ძეგლები მოინახულა. დილით გურამ ოდიშარია ფოთის საკატედრო ტაძარში იმყოფებოდა,რის შემდეგაც მან ფოთის მშენებარე თეატრიც მოინახულა. კულტურის მინისტრს ქალაქ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია და მისი მოადგილეებიც თან ახლდნენ. ოდიშარიას განცხადებით, ის გაეცნო კულტურული ძეგლების პრობლემებს, ასევე მოინახულა ზუგდიდისა და ფოთის თეატრები, მოისმინა თანამშრომელთა პრობლემები, რომლებიც სამინისტროს მიერ უახლოეს მომავალში იქნება განხილული და მოგვარებული. გურამ ოდიშარია ფოთიდან თბილისში საღამოს გაემგზავრება.

სხვა ახალი ამბები: