გურგენ სართანია მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციას სერიოზულად არ აღიქვამს (VIDEO)

0

006ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გურგენ სართანია საკრებულოს თანამშრომლის ანი წითლიძის ბრალდებებს სისულელეს და ბოდვას უწოდებს, ხოლო საინფორმაციო სააგენტო newposts.ge-ში გამოქვეყნებულ მასალას ამავე ბოდვის რეალიზებას ინტერნეტ სივრცეში. საუბარია იმ მასალაზე, სადაც საინფორმაციო სააგენტოს მაგალითად მოჰყავს, თითქოს ზუგდიდის “სუს”-ის შენობაში გაუპატიურების კადრების ჩვენება მოეწყო. ამ კადრებით კი გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი სხვებსაც აინტერესებდა.

“ზუგდიდელი ანი წითლიძე ერთადერთია, ვინც ვინაობის დაფარვა არ ისურვა და “ნიუპოსტს” დაუდასტურა, რომ მსგავსი ტიპის ჩვენებები ზუგდიდში მართლაც ტარდება:

“დიახ, მე გიდასტურებთ, რომ მსგავს ჩვენებებს მართლაც აწყობენ ზუგდიდში. იმათგან, ვისაც ასეთ კადრებზე ხელი მიუწვდება, ერთ-ერთმა ჩემს მეგობარს ჩემი თანდასწრებით უთხრა, თუ გინდა, ხვალ წამომყევი და გაჩვენებ კადრებს, რას ჰყვებიან და როგორ მოგიხსენიებენ შენ ისინი, ვისაც იცავო”, – ამბობს ანი წითლიძე

ამავე დროს, ერთ-ერთი წყარო არ გამორიცხავს ვერსიას, რომ კადრები, რომლებიც სამალავებშია აღმოჩენილი, შესაძლოა, არსებობდა ასლის სახით და იმ ჯგუფის წევრებმა, რომლებმაც შსს-ს სამალავების არსებობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, უკანონო ჩანაწერები პარალელურად, “ქართული ოცნების” რამდენიმე წარმომადგენელს, მათი უკანონო ჩვენების ან გავრცელების მიზნით გადასცეს.”-ნათქვამია newposts.ge-ში გამოქვეყნებულ მასალაში.

გურგენ სართანიას განცხადებით ის არ აპირებს აღნიშნულ ფაქტზე სარჩელის შეტანას, რადგანაც თვლის, რომ აღნიშნული საინფორმაციო სააგენტოს მთავარი რედაქტორი ლაშა ბერულავაც და საკრებულოს თანამშრომელი ანი წითლიძეს მხარეს, კონკრეტულად კი “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენენ.

„იარაღისა და ვიდეომასალის ამოღების შემდეგ შემთხვევით შევხვდი ნაციონალებს  და მოუწოდე გამიჯნებოდათ  „ნაციონალურ მოძრაობას“ და მოენანიათ. მე მათ ვუთხარი რომ ამ პარტია პოლიტიკაში ყოფნის უფლება არ ქონდა“, – აცხადებს სართანია.

ვიდეო

 

 

სხვა ახალი ამბები: